“90-იანებზე წერენ და მეც დავწერ ერთ ამბავს” – ნიკა ქავთარაძე

90-იანებზე წერენ და მეც დავწერ ერთ ამბავს. მაგ პერიოდში, როცა ფული მართლა არავის ჰქონდა, ყველაზე მარტივი და მიღებული საჩუქარი იყო ხატი. ყველა ხატს ჩუქნიდა ყველას. ხოდა, ერთ კლასშიც იგივე სიტუაცია იყო. ერთერთი კლასელი იმდენად სათნო და საყვარელი და ბავშვების თვალით მორწმუნე ბიჭი იყო, ყველას უადვილდებოდა არჩევანი და დაახლოებით 5 წელი მთელი კლასი ხატებს ჩუქნიდა. ისიც ჩუმად და საყვარლად ართმევდა. ასე აჩუქეს დაახლოებით 80-100 ხატი. რაღაც მომენტში დადგა დრო, როცა ამ ბიჭმა მთელი კლასი სახლში დაპატიჟა. ხოდა, ამ სტუმრობისას აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი მუსულმანი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით