ადვოკატის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ზვიად კორძაძე ავრცელებს.
როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს, რითაც მათ უარი ეთქვათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქმის წარმოებაზე.
„სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს. ამ განჩინებებით უარი გვეთქვა მამუკა ხაზარაძის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე, აბსურდული მოტივით, რომ თითქოს და პარლამენტის წევრზე ასეთ საქმეებზე ვრცელდება იმუნიტეტი და სასამართლოსთვის მიმართვაც კი არ შეიძლება.
ეს უკვე მეორე საქმე, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს სტადია, თან უმოკლეს დროში, მიმართვიდან თვეზე ნაკლებში”, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, საქმე პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიერ გავრცელებული „არასწორ და ცილისმწამებლურ“ განცხადებას ეხება, თითქოს წინა ხელისუფლების დროს „რეკეტის სქემების თანამონაწილე იყო”. ირაკლი მ მამუკა ხაზარაძის შესახებ განცხადება 10 სექტემბერს გააკეთა, როცა „ლელოს“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია – „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული წესწყობილების მტერია

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა