21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ. ინფორმაციას „სასამართლოს გუშაგი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე.
„ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.
აღსანიშნავია, რომ 21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„სასამართლოს გუშაგი“ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სიას აქვეყნებს:
· ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
· გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე
· სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· ალექსანდრე გზირიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· გიორგი თუნაური – ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· თორნიკე კაპანაძე – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
· ლიანა კაჟაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· დავით მაკარაძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
· თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· ეკატერინე ობოლაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· სალომე სამხარაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· ფოლადიშვილი ლიეილა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე –
· ლევან ყოლბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· ნანა შამათავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· ირაკლი ჩიკაშუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
· მაია ჯავახიშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე –
· უჩა თოდუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე