„ევროოპტიმისტები“ პარლამენტს ფიზიკური პირების მიერ, კომერციული მიზნით, უძრავი ქონების გაქირავებასა და იჯარით გაცემაზე მიღებული შემოსავლის 20% ნაცვლად, 5%-ით დაბეგვრის ინიციატივას სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ პარლამენტს ფიზიკური პირების მიერ, კომერციული მიზნით, უძრავი ქონების გაქირავებასა და იჯარით გაცემაზე საგადასახადო შეღავათს – კერძოდ, მიღებული შემოსავლის 20% პროცენტის ნაცვლად, 5%-ით დაბეგვრის ინიციატივას სთავაზობს.
„მოქმედი საგადასახადო“ კოდექსით, საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ხოლო გაქირავება სხვა მიზნით – მაგალითად, საოფისე დანიშნულებით, 20%-ით იბეგრება. ამავე განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ კომერციული ფართის საოფისე დანიშნულებით გაქირავებაც, ისევე როგორც ბინის ან მიწის იჯარით გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი.
“ეს არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებული მიზნით აქირავებს ან იჯარით გასცემს შესაბამის ქონებას.
ჩვენს მიერ მომზადებული კანონის პროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაც არის, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ დაუბეგრავი თანხები ბიზნესის გასაფართოებლად მიმართონ“, – განმარტავენ “ევროოპტიმისტები“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი გახარიას პარტიას – ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა