მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც უსაფრთხოებისა და თავდაცვის პაქტი გააფორმა ევროკავშირთან

მოლდოვამ ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროპის კავშირთან. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთ პაქტს მოაწერა ხელი.
“ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას. ის შესაძლებლობას მოგვცემს, შევიმუშავოთ ერთობლივი მიდგომა უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ, ის უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს ჩართულობას და გზას გაუხსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს”, – განაცხადა ბორელმა.
მოლდოვამ, პროდასავლური პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელმძღვანელობით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი გამოთქვა და მკაცრად დაგმო ს შეჭრა ში. მოლდოვას დნესტრისპირეთის, უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულმა რეგიონმა, მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას მერე მოსკოვმა იქ ჯარები განალაგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე