მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ევროპის საბჭო მზად არის დახმარების გასაწევად.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ქართულ ოცნებას მიმართავს. მანამდე, ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩია, ამ ფორმით კანონი უკან გაიწვიოს.