უნდა გამოიკითხოს თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი – მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად პრეზიდენტი

უნდა გამოიკითხოს თუ არა, 7 ნოემბრის საქმეზე , ამაზე მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად სალომე ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება დასვას ამაზე კითხვები:
“სალომე ზურაბიშვილის პოზიცია საინტერესო იქნება ამ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, რადგანაც ბოლო პერიოდში დამთბარი ურთიერთობები და შექებები, რომელიც ისმის სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ასეთ დროს საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ძალაუნებურად აღმოჩნდა იმ ბრალდებების ადრესატი, რომელსაც სააკაშვილის მხრიდან, ამ ქვეყანაში რუსული საქმის კეთება ჰქვია. საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება დასვას ამაზე კითხვები,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი – კითხვა აქტუალური ს განცხადების შემდეგ გახდა. ბოლო სასამართლო პროცესზე, სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა და “ეფესბეს” კვალზე ისაუბრა, რის შემდეგაც განცხადება გოგა ხაინდრავამ გააკეთა და მოითხოვა მასთან ერთად, დაიკითხონ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაშინდელი ოპოზიციის სხვა ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ – პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს

რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, როდესაც ჯერ „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო, ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი

ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს – ერთმა ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა