უკრაინაში 635 დასახლებული პუნქტი უშუქოდაა დარჩენილი უამინდობისა და ბრძოლების გამო – ენერგეტიკის სამინისტრო

24 ნოემბრის მონაცემებით, უამინდობის, ტექნიკური დარღვევებისა და საომარი მოქმედებების გამო ში 635 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, ყველაზე რთული ვითარებაა ლვოვის, ვოლინის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.

დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ტექნიკური მიზეზების გამო, თითქმის 46 ათას აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ აღდგენითი სამუშაოების შედეგად ბევრგან აღდგა ენერგიით მომარაგება.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების გამო ხარკოვის რეგიონში დღის განმავლობაში ორი დაბალი წნევის გაზსადენი დაზიანდა.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს ქვეყნის სამხრეთით, რის შედეგადაც დაზიანდა მისი აღჭურვილობა, მსხვერპლი არ ყოფილა.
· 2022 წლის 10 ოქტომბრიდან რუსმა სამხედროებმა დაიწყეს უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის წარმოების დეფიციტი და შექმნა რეგიონებს შორის ენერგიის განაწილების პრობლემები. 2023 წელს რუსეთმა შეამცირა თავდასხმების ინტენსივობა და უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა დიდწილად შეძლეს ელექტროენერგიის აღდგენა.
· ივლისში უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ემზადება მომდევნო გათბობის სეზონზე ს სავარაუდო თავდასხმებისთვის.
· ამის შესახებ მოსახლეობა უკრაინის პრეზიდენტმაც გააფრთხილა. ზელენსკის მოლოდინით, ზამთრის წინ რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკის და გათბობის სისტემებზე. შარშან, ყინვების პერიოდში, მილიონობით სამოქალაქო პირი ხანგრძლივი პერიოდებით დარჩა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე – ამას მიიჩნევდნენ რუსეთის მცდელობად, გაეტეხა უკრაინელთა ნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს