ირანის წითელი ნახევარმთვარის მოძრაობამ უარყო სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაცია ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პოვნის შესახებ

მედია აღნიშნავდა, რომ ჯერ არ არის ბორტზე მყოფთა მდგომარეობის შესახებ ცნობები.
პარალელურად თურქეთი აგზავნის სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობას ირანის დასახმარებლად. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი, 32 პერსონალი და ექვსი მანქანაა გაგზავნილი. საჭიროების შემთხვევაში კიდევ 15 ჯგუფი მზადყოფნაშია მოყვანილი.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა მას შემდეგ, რაც პრობლემები შეექმნა ქვეყნის ჩრდილოეთით ძლიერ ნისლში “უხეში დაშვება” განახორხიელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის