ლა ლიგის 37-ე ტურში „ვალენსია“ სახლში აშკარად უფრო მაღალი კლასის „ჟირონასთან“ 1:3 დამარცხდა.
თამაში ლამაზი სანახავი გამოდგა, სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და შანსები გამოიყენეს. მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ ერთადერთი გოლის გატანა პენალტით პეპელუმ შეძლო.
გაშვებულ გოლებში გიორგი მამარდაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება, რამეთუ ორი ახლო მანძილიდან გაუტანეს, ერთი კი ავტოგოლი იყო. გიორგიმ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.8, Whoscored 6.4, Flashscore 5.8.
„ვალენსია“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა და 25 მაისს, ბოლო ტურში ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – ჟირონა 1:3
გოლები: 0:1 სავიო (32), 0:2 დოვბიკი (58), 0:3 გასოროვსკი (67, საკ. კარში), 1:3 პეპელუ (84, პენ)