ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ხელოვნების ხეივანი გაიხსნა

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ხელოვნების ხეივანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღესვე გაიმართა დავით კაკაბაძის სახელობის არტ პლენერი, ქუთაისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. პლენერზე შექმნილი ნამუშევრები გალერეა „ვარლაში“ გამოიფინება.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge