Reuters-ის წყარო – ირანის პრეზიდენტსა და საგარეო მინისტრს საფრთხე ემუქრებათ – ინფორმაცია, რომელიც კატასტროფის ადგილიდან მოდის, ძალიან შემაშფოთებელია

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის საზღვრიდან დაბრუნების დროს, მთის რელიეფის გადაკვეთის დროს ჩამვარდა, – ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ საფრთხე ემუქრებათ.
”ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მოდის კატასტროფის ადგილიდან, ძალიან შემაშფოთებელია”, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს