– ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს

საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, დამოუკიდებლობის დღისთვის ქვეყანაში მოიწვია.
„მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ახლა სასწორზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მომავალი დევს.
„სასწორზე მხოლოდ საქართველო არ დევს, ეს არის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენის მენტალიტეტიდან კავკასიის საბოლოოდ დახსნის საკითხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემასთან საუბარში.
პრეზიდენტის განცხადებას ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გამოეხმაურა და აღიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ისტერიულად ეძებს ადგილს ახალი კალედონიისთვის.
„როგორც ჩანს, ელისეის სასახლეში ისტერიულად ეძებენ ახალ ადგილს ახალი კალედონიისთვის, აკეთებენ რა არჩევანს საქართველოსა და სომხეთს შორის“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს