მედია – ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიდიან.
მომხდარის შესახებ ირანული მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს და ოფიციალური დადასტურება, ჯერჯერობით, არ ყოფილა.
CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ამავე ცნობებით, ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.