კრემლი ფაშინიანს სანკტ-პეტერბურგში ელოდება – რუსული მედია

„მოსკოვს მოლოდინი აქვს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სანკტ-პეტერბურგში ჩავა და დსთ-ს ლიდერებისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტს დაესწრება“, – ამის შესახებ ს ფედერაციის პრეზიდენტის თანამშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარეობა ამ ეტაპზე სომხეთს უწევს.
„მჯერა, რომ {სომხეთის წარმომადგენლები} ჩავლენ სანკტ-პეტერბურგში. იქნება დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრა და იქნება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წარმომადგენლების შეხვედრა. სხვათა შორის, ამ შეხვედრის შემდეგ სომხეთი უნდა გახდეს თავმჯდომარე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფაშინიანი ჩამოვა რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად“, – აცხადებს უშაკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ