2024 წელს კიევი დაახლოებით 175 მილიარდ გრივნას დახარჯავს რაკეტებსა და საბრძოლო მასალებზე

სარაკეტო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა 2024 წელს უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ჯიგირმა განაცხადა.
“2024 წლისთვის დაგეგმილი თანხებიდან ამ მიმართულებით დაახლოებით 175 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 4,5 მილიარდი დოლარი) დაიხარჯება. სამხედრო ტექნიკისთვის – დაახლოებით 80 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 2,3 მილიარდი დოლარი)”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე. ინფორმაციას სამხედრო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
იური ჯიგირის თქმით, უკრაინის მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს უკრაინელი მწარმოებლის შექმნილი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მაქსიმალურად შეძენის ამოცანა დაუსახა.
ოქტომბერში უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა ში ჭურვების წარმოების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ გამოაცხადა, თუმცა ძირითადად კვლავ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული.
ევროკავშირი ამზადებს 2024-2027 წლების პერიოდში უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტს დაახლოებით 50 მილიარდი ევროს მოცულობით. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა 14-15 დეკემბრის სამიტზე უყრის კენჭს ამ პაკეტს. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ დახმარება შეიძლება უნგრეთმა დაბლოკოს.

ამავე დროს ევროკავშირში ამბობენ, რომ მოეპოვებათ გეგმა „ბ“, თუკი ბუდაპეშტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.