ბადრი ჯაფარიძე – საზოგადოების გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ხელს აძლევს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის

საზოგადოების გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ხელს აძლევს მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს რუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის, – ამის შესახებ სოციალური ქსელში პარტია “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე წერს.
ჯაფარიძის შეფასებით, შეუძლებელია მართლმადიდებლური ეკლესიის გულწრფელი წევრი, ოჯახური ტრადიციების რეალური მიმდევარი და დამცველი ახალისებდეს და ამართლებდეს ფიზიკურ ძალადობას.
“ჩვენ გვჭირდება ერთიანობა იმისათვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და ჩვენი ენის, მამულის და სარწმუნოების დაცვას მხოლოდ დიდ და ძლიერ ევროპულ ოჯახში შევძლებთ!“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო