ისრაელი ადასტურებს, რომ ღაზაში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის საწვავი შევიდა

ისრაელი ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის საწვავი შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საწვავის ოთხი ცისტერნითა და სამზარეულო გაზის ოთხი ცისტერნით დატვირთული სატვირთო მანქანები ღაზას სექტორში ეგვიპტიდან რაფაჰის სასაზღვრო პუნტის გავლით შევიდნენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწვავისა და გაზის მიწოდება მოხდა „პოლიტიკური ეშელონის ნებართვით, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებული ზავისა და მძევლების გათავისუფლების გრაფიკის ფარგლებში, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით“.
„საწვავი და სამზარეულო გაზი ღაზას სექტორში არსებითი მნიშვნელობის ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურის ოპერირებისთვის არის განკუთვნილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge