ქობულეთში ფერდის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთში სოფელ კვირიკეში შუა ხნის მამაკაცი ფერდის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა. მამაკაცი მიწის მასამ მოიყოლა.
არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი სანიაღვრე სამუშაოებს კერძო მესაკუთრესთან ასრულებდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა