ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში – ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

ჩინეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ვაკო ყაზაიშვილის “შანდონგ ტაიშანმა” “შენჟენს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ჩვენებურმა მიმდინარე ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე უკვე 4 ზუსტი დარტყმა მოდის.
ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატს ამ ზამთარს თავისუფალი აგენტის სტატუსით სამხრეთკორეული “ულსან ჰიუნდაიდან” მიაშურა.
მისი “შანდონგ ტაიშანი” 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ “შანხაი შენხუას” 6 ქულით ჩამორჩება.