“ერთი საინტერესო ამბავი ახლო სამეზობლოდან: მოგეხსენებათ, დღეს კობახიძე თურქეთს სტუმრობდა.
მოლაპარაკებების შემდეგ ანკარაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კობახიძემ მას გაუზიარა საკუთარი შეფასებები საქართველოში განვითარებულ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ ერდოღანმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა (ვციტირებ): “ჩვენ, თურქეთს გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოვლენები დასრულდება საქართველოს ხალხის სასარგებლოდ”.
ამგვარად, საკმაოდ გარკვევით თქვა, არც “ოცნების”, არც მთავრობის, არამედ ხალხის სასარგებლოდო.
ერდოღანმა იქვე აღნიშნა, რომ თურქეთის სურვილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, რომლის ნაწილიც, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, თავადაცაა.
ანკარაში კარგად აცნობიერებენ და ახლოდან ადევნებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
რა თქმა უნდა, თურქეთის ინტერესებში არაა რეგიონში რუსეთის გაძლიერება და ზემოხსენებული განცხადებაც ამის ნიშანია.
წყარო: https://www.turkiyegazetesi.com.tr/…/erdogan-ile…” – წერს სოციალურ ქსელში რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.