თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი