ბათუმში სკოლის მოსწავლეები კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები კვლავ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.
მოსწავლეების თქმით, პროტესტის მასშტაბი დღითი დღე იზრდება, რადგან საზოგადოებისთვის მიუღებელია კრემლის მიერ შთაგონებული კანონის მიღება.
“როგორც გუშინ, დღესაც შევიკრიბეთ და ხედავთ, რომ უფრო მეტნი ვართ. ჩვენ არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. გვახსოვს 9 აპრილს ჩვენი თანატოლები, სტუდენტები და უამრავი გულანთებული მოქალაქე ს იმპერიას შეეწირა. არ დავუშვებთ, ჩვენი წინაპრების ნაბრძოლის წყალში ჩაყრას. ბრძოლა გრძელდება, წინ ევროპისკენ”, – ამბობენ სკოლის მოსწავლეები.
ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.

ასევე დაგაინტერესებთ