რა სარგებელს მოუტანს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა საფრანგეთს? – ეკონომისტების კვლევამ მოლოდინს გადააჭარბა

26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ოლიმპიადა დაიწყება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ეკონომისტების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
მათი დასკვნის მიხედვით, პარიზის ოლიმპიური თამაშები ქვეყანას 6.7 მილიარდიდან 11.1 მილიარდ ევრომდე წმინდა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
აღნიშნული ანგარიში სპორტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრმა CDES-მა გამოაქვეყნა, რომელიც ლიმოჟის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და სპორტული მიმართულებით სხვადასხვა კვლევას დიდი ხანია აწარმოებს.
ოლიმპიური თამაშების დროს მოსალოდნელია, რომ ქალაქს 2.3-დან 3.1 მილიონ ევრომდე ტურისტი ეწვევა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით