მარიამ ლაშხი და გრეტა წიწავა ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

მარიამ ლაშხი და გრეტა წიწავა ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები მარიამ ლაშხი და გრეტა წიწავა, ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფინეთის განათლების სისტემაში ჩატარებულ რეფორმებზე, ასევე სკოლამდელი და პროფესიული განათლების წარმატებული ფინური მოდელიდან თუ რა შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს და დაინერგოს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები ასევე ესტუმრნენ ერთ-ერთ სკოლას და პროფესიული განათლების ცენტრ „ომნიას”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია