პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, „რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.