ორთაჭალაში 15 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე სატვირთოს მძღოლს ბრალი წაუყენეს

სატვირთოს მძღოლს, რომელიც 21 ნოემბერს თბილისში, ორთაჭალაში 15 წლის ბავშვს დაეჯახა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო აღმართზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც დაგორდა და დაეჯახა მოზარდს, რომელიც გზაზე გადადიოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.
“გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ მძღოლი იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან