მე დამასანქცირონ – მამუკა მდინარაძე

“რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი , რომელსაც რუსული კანონის მესამე მოსმენას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მდინარაძე პარლამენტის სხდომას 14 მაისს არ ესწრებოდა.
“ამ მოთხოვნას ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!
ამას თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ამავდროულად ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის გამოტანა/მიღების გამო დასანქცირდა! “, – წერს თითქოსდა ხუმრობით მდინარაძე.
საუბარია სანქციებზე, -ის და ევროკავშირის შესაძლოა სანქციებზე, რომელიც შეიძლება გატარდეს იმ დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

ასევე დაგაინტერესებთ