პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, ცვლილებით მთავრობა უფლებამოსილი იქნება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვროს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამდგენი უფლებამოსილი პირი, რომლის მიერაც სათანადო დოკუმენტი გაიცემა.
კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება, რომ იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ იურიდიულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება, რომლითაც, ასევე, განისაზღვრება შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა წულუკიანი – უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ – გეგმა, რომელიც ჩვენმა ღირსეულმა სამხედროებმა შეადგინეს, იქნა გვერდზე გადადებული