სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია – რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია – შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება

რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ განცხადებას რობერტ ფიცოს “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“რ. ფიცოს სიცოცხლეზე თავდასხმა იყო დღეს. მას რამდენჯერმე ესროლეს და ამჟამად ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაშია. ამ მომენტში ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაჰყავთ, ვინაიდან, ბრატისლავაში ჩასვლა ზედმეტად ბევრ დროს დაიკავებს, როდესაც გადაუდებელი ჩარევის საჭიროება არსებობს. შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!