წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია, გამოცემა “თაიმერთან” სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ოკუპანტებმა 13 სტუდენტი დააკავეს:
რამდენიმე წუთის წინ ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ იმ სტუდენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებიც ამ დღეებში, მონაწილეობდნენ აქციებში, როგორც ზუგდიდში ისე თბილისში, როგორც კი დაბრუნდნენ და გადაკვეთეს საოკუპაციო ხაზი, სამი მანქანით დახვდნენ ე.წ. თანამშრომლები და ყველანი არიან გადაყვანილი დაკითხვაზე. მე იმედს ვიტოვებ. რომ ხელისუფლება ჩაერთვება, დაინტერესდება ამ ბავშვების ბედით და დაუყოვნებლივ იქნებიან ისინი გათავისუფლებულნი. ასევე, ჩემი ინფორმაციით, ამ 13 სტუდენტს შეუმოწმეს ფეისბუქპოსტები, ფოტოები აქციიდან, ყველაფერი… ძალიან სერიოზული ზეწოლის, აგრესიის ქვეშ არიან, არათუ ეს სტუდენტები, არამედ მათი ოჯახები და ახლობლები. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ჩაერიოს და ეს ბავშვები დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებულები, რადგან ისინი საერთო ეროვნულ საქმეს აკეთებენ ამ ხნის განმავლობაში.