სარეკლამო სააგენტო “ლიმონში” პოლიციაა შესული

სარეკლამო სააგენტო “ლიმონში” პოლიციაა შესული. ადგილზე მყოფი სამართალდამცველები მედიასთან განმარტებებს არ აკეთებენ,
რადიო თავისუფლებასთან საუბარში “ლიმონის” ერთ-ერთი თანამშრომელი ბექა გოგიძე-გაბუნია ამბობს, რომ მხოლოდ უთხრეს, რომ განჩინების საფუძველზე იმყოფებიან.
„არა სასამართლოს, ეჭვის საფუძველზეო, რომელსაც ხვალ მიებმება სასამართლო [განჩინებაო]“, – ამბობს ბექა გოგიძე- გაბუნია. რომლის სიტყვებითაც, მათთვის უცნობია კომპანიის დამფუძნებლის გიორგი ოკმელაშვილის ადგილსამყოფელი.
რადიო თავისუფლებამ მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შეძლო.
არსებული ინფორმაციით, ჩხრეკისას, ერთის გარდა ყველა თანამშრომელს ტერიტორია დაატოვებინეს.
სარეკლამო კომპანიის გადასაღებ პავილიონში სამართალდამცველების შესვლისას გადაღება მიმდინარეობდა ბავშვების მონაწილეობით.
რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ “ლიმონი” არაა ერთადერთი კრეატიული სააგენტო სადაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ფეისბუკის მომხმარებლის დოდი ხარხელის ინფორმაციით „საგადასახადო დააცხრა თავს რაც ამწამს ვიცით სავარაუდოდ სამ სააგენტოს ედბლექსი ოგილვი ჰოლი მოტორსი, ასევე რეიდით პროდაქშენში “ლიმონი” და აყვანილია ოკმელა”.