კრემლმა გუბერნატორებს დაავალა, ნებისმიერ ფასაც შეაწყვეტინონ მობილიზებულთა ნათესავების აქციები

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეგიონული საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებისა და ვიცე-გუბერნატორებისათვის შიდა პოლიტიკის საკითხებში სემინარი გამართა. მათ განუმარტეს, რომ მობილიზებულთა ცოლების აქციებს „უცხოელი არაკეთილმოსურნეები“ გამოიყენებენ რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
კრემლმა მოითხოვა, რომ რეგიონალური ხელისუფლება მობილიზებულთა ნათესავებთან „კონტაქტში“ იყოს: ყურადღება მიაქციონ მათ მიერ გაჟღერებულ პრობლემებს და დაეხმარონ მათ მოგვარებაში.
გუბერნატორებს აუხსნეს, რომ ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიას ომით „დაღლილი“ რუსებისთვის „ფსიქოთერაპიული ხასიათი“ უნდა ჰქონდეს, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამომრჩევლები უნდა „დაამშვიდოს“: ხალხი ელოდება ბრძოლის დასრულებას, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ მათ ჩვეულებრივ ცხოვრებას „საფრთხე არ ემუქრება“ და რომ ქვეყანას „ნათელი მომავალი“ აქვს. – უყვება გამოცემა Insider-ს ერთ-ერთ სამხარეო ადმინისტრაციის წარომადგენელი.
ს რეგიონების გუბერნატორებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუდმივად ახსენებენ აქციების დაუშვებლობას რეზერვისტების დაბრუნების თემაზე. „ამოცანაა ნებისმიერ ფასად შეწყდეს პროტესტი. დაარწმუნეთ, დაპირდით, გადაიხადეთ ნებისმიერი რამ. ქუჩაში არ უნდა გამოვიდეს თუნდაც 50 ადამიანი“, – მითითებები წყარომ გამოცემასთან დეტალურად გაიხსენა.