დუბლინში მიგრანტების კუთვნილი მაღაზიები და კაფეები დაარბიეს
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მოქალაქეთა ჯგუფმა მიგრანტების კუთვნილი კაფეები და მაღაზიები დაარბია. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც დუბლინის ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი დაჭრა. დაჭრილთა შორის სამი მცირეწლოვანია.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ლეო ვარადკარის ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ალჟირელი მიგრანტია, თუმცა პოლიცია მის ვინაობას არ ასახელებს. არეულობის მონაწილეებს ირლანდიის ხელისუფლებამ „ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ხულიგნები“ უწოდა.
