სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს – კობახიძე

ირაკლი მ ბრიფინგზე განაცხადა:
,,
„რაც შეეხება ინცინდენტებს, გამოძება არის დაწყებული, მათ შორის, პერსონალური გამოძიება, მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით. ეს გამოძიება, ბუნებრივია, გრძელდება. რაც შეეხება ჩართულობას, სამართალდამცავები წყვეტენ ამას სტანდარტების მიხედვით, აგრძელებს თუ არა შესაბამისი პირი მონაწილეობას შესაბამის მოქმედებებში. რაც შეეხება ნიღბებს, ნიღბების ტარება სამართალდამცავების მიერ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. საინტერესო ის არის, რომ ნიღბების არ ტარება მომიტინგეების მხრიდან არის ასევე ფართოდ გავრცელებული ევროპაში, ამერიკაში. ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, მომიტინგეების მიერ ნიღბების ტარება სისხლის სამართლებრივად ისჯება. წესით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს, თუმცა, აქაც, საქართველოში მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი.
პოლიციელები დღესაც უნიღბოდ გამოდიან, მაგრამ, როდესაც გამოდის სპეცრაზმი, აქ არის სტანდარტი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არის ევროპული და ამერიკული სტანდარტი. თავისი მიზეზი და ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ამოცნობადი არ უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!