პრემიერი – პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა

პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლა და პროტესტის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის ფაქტი.
პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსული კანონის მიღებას.
„რაც შეეხება იმას თუ რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ. რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და დღეს ჩვენ სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას