ირაკლი კობახიძე – სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით

სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, ესაუბრა თუ არა ჯიმ ო’ბრაიენს გლობალური ომის პარტიის შესახებ, პრემიერმა უპასუხა, რომ ამ თემებზე საუბარი დახურულ შეხვედრაზეც კი არ არის მარტივი.
„ჩვენ ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ, თუ თქვენ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ობრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები, რა თქმა უნდა, გვქონდა. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით”, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს