“მანიფესტში არის დანამატები, რომელიც “კვიპროსის კლანის” მიერ არის ორგანიზებული და ეს ვერ გახდებოდა რაღაც გაერთიანების მიზეზი” – გარიცხავენ თუ არა ენმ-დან მელიას ფლანგის წევრებს

შეასრულებს თუ არა მუქარას და გარიცხავს თუ არა პარტიიდან პირებს, რომლებმაც მანიფესტზე ხელი არ მოაწერეს – ჯერჯერობით უცნობია.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, მ ღონისძიებაზე არ დასწრებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
” პარტიის დატოვება, რა გადაწყვეტილებაც, როგორც ჩანს, დღევანდელ მანიფესტზე არ მიერთებით ნიკა მელიამ მიიღო, არ არის ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისედაც ძალიან გაწელა მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება და როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს იყო ბოლო შესაძლებლობა, ეს იყო ბოლო შანსი და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ბოლო შანსი მან არ გამოიყენა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“კვიპროსის კლანის” გადაწყვეტილებას უწოდებს მანიფესტის შინაარსს მელიას ფლანგი. ყოფილი თავმჯდომარის თანამებრძოლები ამბობენ, რომ ისინი მანიფესტზე ხელის მოწერას და ამით პარტიის მმართველ გუნდთან კოლაბორაციას არ აპირებენ.
“მოვაწერთ თუ არ მოვაწერთ ამ მანიფესტს ხელს, ამით არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში, ამ პრობლემის გადაჭრის გზები არ იყო წარმოდგენილი ახალი მენეჯმენტისგან. მანიფესტი არ არის მხოლოდ ს და იქ არის დანამატები გაჩენილი, რომელიც “კვიპროსის კლანის” მიერ არის ორგანიზებული და ეს მანიფესტი ვერ გახდებოდა რაღაც გაერთიანების მიზეზი”, – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთობის მანიფესტი გააცნო, რომელსაც ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები არ ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე