საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ინფორმაციას მისი დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს.
“დიახ, მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ს გზას!” – წერს კალანდაძე Facebook-ზე.
ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
11 აპრილს 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.
სასამართლოს მიერ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის პრეზიდენტთან გაგზავნის გაჭიანურების გამო, სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალების აქტის გამოცემა მხოლოდ 24 აპრილს შეძლო. იმავე დღეს ლაზარემსაპატიმრო დატოვა.