“საბურთალო”-“სამგურალი”: ფრე ლამაზი გოლებით

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 34-ე ტურის პირველი მატჩი გაიმართა: “საბურთალომ” თბილისში 2:2 ითამაშა წყალტუბოს “სამგურალთან”.
საბურთალო 2:2 სამგურალი
“საბურთალო” პირველი ტაიმის მერე 2:0-ს უგებდა “სამგურალს”, თუმცა წყალტუბოელებმა მეორე ნახევარში შესძლეს თამაშის გადარჩენა.
პირველი გოლი ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა. იური ტაბატაძემ კუთხური ჩააწოდა, გიორგი კოხრეიძემ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ოთარ მამაგეიშვილმა ახლოდან ზუსტად დაამატა – 1:0. ამას კი მალევე მოჰყვა ტაბატაძის მშვენიერი ინდივიდუალური გოლი, ცენტრიდან წაიღო ბურთი, გასცდა ორ მეტოქეს და საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.
“სამგურალმა” 62-ე წუთზე შეამცირა სხვაობა,
კოტდივუარელმა იკპე-გილენ გნამიამ თავურით გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლია კრისტაბეთ ეროვნულ ლიგაში. 81-ე წუთზე კი ნიკა კალანდარიშვილმა მიაყოლა თავური და 2:2. ეს ორივე გოლი კუთხურს მოჰყვა და ორივეჯერ დემურ ჩიხლაძემ ჩააწოდა.
გუნდები მეხუთე-მეექვსე ადგილზე არიან 51-51 ქულით.
erovnuliliga.ge

ასევე დაგაინტერესებთ