სტუდენტები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
ისინი ფილარმონიასთან შეკრებილ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდებიან და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
სტუდენტებს მსვლელობისას თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.
ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი