თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და ორი წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის ჩაკეტილი არაა. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის ეზოშიც.
პარალელურად, სამართალდამცავებმა ჩაკეტეს ჩიტაძის ქუჩა, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელია. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებს დაატოვებინა პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერიც.
დღეს “ოცნებამ” პლენარულ სხომდაზე საბოლოო, მესამე მოსმენით უნდა განიხილოს რუსული კანონი. აქცია სწორედ ამ კანონის გასაპროტესტებლად იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი