სტუდენტები, დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე მარშს აანონსებენ

სტუდენტური მარში! – სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ, 14 მაისს, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ მარშს აანონსებენ.
“ისევ გრძელდება სტუდენტების მდინარე და არ გაჩერდება იქამდე სანამ არ გაედინება რუსული კანონი ქვეყნიდან!
14 მაისს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები ვიკრიბებით კვლავ რუსთაველის მეტროსთან და გაერთიანებული მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტთან!
მოთხოვნები კვლავ უცვლელია.
არა რუსულ კანონს!
არა რუსულ ოცნებას!
არა რუსულ რეჟიმს !
არა ყველაფერს რაც რუსულია!
კი ევროპას ! ევროპულ მომავალს!” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში