რუსეთის რკინიგზაზე სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში რელსებიდან გადავარდა სატვირთო მატარებელი. მიზეზი სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევაა.
„ვოლგისპირეთის რკინიგზის“ ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელსაც ს სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ, 14 მაისს, შუაღამის შემდეგ, სადგურ კოტლუბანთან რელსებიდან ვაგონების გადასვლა გამოიწვია „უცხო პირთა ჩარევამ“. რა ფორმა ჰქონდა ამ „ჩარევას“ დაკონკრეტებული არ არის.
რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ რკინიგზაზე დრონით შეტევის შედეგად, რელსებიდან გადავარდა 9 ვაგონი. ხანძარი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ ორ ცისტერნას. ერთი აფეთქდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე მატარებლების მიმოსვლა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, დილის 6 საათიდან განახლდა.
ბოლო თვეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში რკინიგზაზე არაერთი აფეთქება მოხდა. მსგავს ფაქტებზე ოფიციალურ კომენტარებს, როგორც წესი, არ აკეთებს. ამასთან, ცნობილია, რომ კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ის ინფრასტრუქტურა და ობიექტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე