აქციაზე ძალის გამოყენებით დაკავებული გურამ ადამია იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს დილას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული გურამ ადამია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ქობესაშვილმა დაუდასტურა.
იურისტის ცნობით, ადამიას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული და აუცილებელი იყო მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
“შეუძლოდ გახდა გურამ ადამია დროებითი მოთავსების იზოლატორში და გადაუდებელი აუცილებლობა შეიქმნა, რომ გადაეყვანათ სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში. თავიდანვე ისეთი მძიმე დაზიანებებით იყო შემოყვანილი დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომ მისი იქ ყოფნა არანაირად არ იყო გამართლებული. ამ ეტაპზე მას სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მას დაზიანებები და საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოკვლევები”- თქვა იურისტმა.
13 მაისის დილას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ და სცემდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…