ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია ანალიტიკოსმა დავით ბრაგვაძემ გაავრცელა.
მისივე ცნობით, ხაინდრავა ხელისუფლების მიერ სკენ აღებულ კურსს არ ეთანხმება და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას.
„ქართული საზოგადოების ერთი-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა.
პირადად მე, ადამიანი რომელიც თავს მის მოწაფედ მივიჩნევ და უდიდეს პატივად ვთვლი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარსულში საჯარო სამსახურში მუშაობას, ჩემს მოსწავლებელს საჯაროდ ვუხდი მადლობას გამბედაობისა და (როგორც ყოველთვის) სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის”, – წერს ბრაგვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ