გიორგი ვაშაძე – ჩვენი გამარჯვებისთანავე საქართველო დაჩქარებული წესით, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო – ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა

კომპანიებს როგორებიცაა, Apple, Google, Amazon, რომლებმაც ოფისები დახურეს რუსეთში, შემოვიყვანთ საქართველოში, ეს იქნება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა საქართველოში და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა
“ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე უსწრაფესად შევასრულებთ ევროკავშირის 9 წინაპირობას და საქართველო დაჩქარებული წესით, ხაზს ვუსვამ, დაჩქარებული წესით, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა საქართველოში და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა, რისთვისაც გავაკეთებთ ახალგაზრდების სტარტაპების ხელშეწყობის 1 – მილიარდიან ფონდს.
ისეთ უზარმაზარ კომპანიებს როგორებიცაა, Apple, Google, Amazon, რომლებმაც ოფისები დახურეს რუსეთში, შემოვიყვანთ საქართველოში, ეს იქნება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. რითაც შევქმნით დამატებით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და შემოვიტანთ წარმოუდგენელი მასშტაბის ინვესტიციებს” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ