ისრაელი რაფაჰის სიღრმეში შედის

12 მაისს გაძლიერდა პალესტინელების გადინების პროცესი ღაზაში მათი უკანასკნელი თავშესაფრიდან, სამხრეთის ქალაქ რაფაჰიდან, რომლის სიღრმეშიც ს ძალები შედიან.
პარალელურად, ისრაელმა კვლავ მიიტანა იერიშები ღაზის ომით გაჩანაგებულ ჩრდილოეთზე, სადაც -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მებრძოლების ნაწილი გადაჯგუფდა არეალებში, რომლებსაც ისრაელი თვეების წინ აცხადებდა ჰამასის ძალებისგან გათავისუფლებულად.
რაფაჰს თავს აფარებდა მილიონზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან 300 000-მდე ადამიანმა ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანების გამო დატოვა ქალაქი. ისრაელი აცხადებს, რომ რაფაჰში უნდა შევიდეს ჰამასის დასამარცხებლად.
რაფაჰზე ისრაელის იერიშს ამ ეტაპისთვის ყველაზე მკაცრად ეწინააღმდეგება მეზობელი ეგვიპტე, რომელიც აცხადებს, რომ ოფიციალურად შეუერთდება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ საჩივარს, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს ახორციელებს. ისრაელი ამ ბრალდებას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე