,,ოცნების” დეპუტატი, ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს:
„სალომე ზურაბიშვილი თავის სცენარში ზის, ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დესტრუქციული ქმედებებით გამოდის. შანსი, რომელიც შესაძლებლობა იყო ვეტოს გამოგზავნის პირობებში გამხდარიყო კანონპროექტის შეცვლის და გარკვეულწილად მისი გაუმჯობესების შესაძლებლობა, როგორც ისინი ითხოვდნენ, სალომე ზურაბიშვილმა ეს შანსი თავიდანვე მოკლა, ის აცხადებს, რომ არ გამოაგზავნის არანაირ შენიშვნებს. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, სატირალია, როდესაც ვეტოს აგზავნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი და შიგნით არ წერს შენიშვნას, თავისთავად პრემიერ მინისტრის და ჩვენი მხრიდან განცხადებული მზაობა, რომ უკვე ვენეციის კომისიის შესაბამისად იყოს გათვალისწინებული სამართლებრივი შენიშვნები, რომელიც შესაძლებელი იყო ვეტოს დაძლევის და გათვალისწინების პირობებში განხორციელებულიყო – სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჩაკეტილია ეს გზა. ეს გზა მოჭრილი აქვთ თავად აქციის მონაწილეებსაც და სწორედ ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ აქცია არ ემსახურება ამ კანონპროექტის გამჭვირვალობის და ზოგადად ამ პრინციპების სრულყოფას, ეს აქციები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური უმცირესობის მიზნების მიღწევას“