ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ვიცეჩემპიონია

სერბეთი ტაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურაბ კინწურაშვილმა ( -74კგ), რომელმაც ფინალური ბრძოლა ესპანელ დანიელ ბარერასთან დათმო. იგი ევროპის ვიცეჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ კინწურაშვილმა დანიელ ბარერა 2023 წლის ევროპული თამაშების ნახევარფინალში დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში – ირლანდიელ, ნახევარფინალში კი ბერძენ სპორტსმენს სძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი